Maverick

Ryker

2025

ეზიარეთ ჭეშმარიტ თავისუფლებას ადვილად სამართავი Ryker სამბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებით ახალი ადგილების დაპყრობისას გზებზე, ტალახში თუ სხვა ნებისმიერ ადგილზე. დღესვე მიუსადაგეთ ის საკუთარ საჭიროებებს.

ადვილად სამართავი

Ryker-ის ყველა მოდელი აღჭურვილია CVT ავტომატური გადაცემათა კოლოფით, ასე რომ შეგიძლიათ დაატრიალოთ დროსელი და ისიამოვნოთ მგზავრობით!

მოთავსდით მოხერხებულად და ისიამოვნეთ თქვენი თავგადასავლების ყოველი წამით, რადგან ადვილად სამართავი Ryker ავტომატურად ცვლის სიჩქარეს. თქვენ არ დაგჭირდებათ სიჩქარეების გადართვა, უკეთ გაერთობით და საწვავსაც დაზოგავთ!

იდეალურია დამწყებთათვის!

სტაბილური, კომპაქტური და ხელმისაწვდომი - იდეალურია დამწყები მძღოლებისთვის

ახალბედა მძღოლებისთვის, რომლებიც თავისუფლების შეგრძნებას გზატკეცილებზე და სხვა ადგილებში ეძებენ, Can-Am Ryker იდეალური არჩევანია. დაბალანსებული 3-ბორბლიანი დიზაინით, ეს ხელმისაწვდომი და უკიდურესად მიმზიდველი სატრანსპორტო საშუალება შეუდარებელ სტაბილურობასა და სიმშვიდეს გპირდებათ და მუდამ წარმოუდგენელ აღფრთოვანებას იწვევს.

გახადეთ თითოეული მგზავრობა უნიკალური

ადვილად ერგება ყველა თავგადასავალს, რისი წარმოდგენაც შეგიძლიათ.

Ryker შექმნილია ისე, რომ ადვილად ერგება თქვენს სტილსა და მართვის მანერას. ერთადგილიანი ადვილად გადაკეთდება ორადგილიანად. დაარეგულირეთ სატერფულები, სახელურები და სხვა ატრიბუტები UFIT სისტემით, ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. მოარგეთ ტრანსპორტი თითოეულ მგზავრობას. ეს სწრაფად და მარტივად არის შესაძლებელი!

A Can-Am Ryker 2025 3-wheel motorcycle on an unpaved road

მხიარულ გასეირნებას გისურვებთ!

სახალისო გახადეთ მოკლე დისტანციაზე მოგზაურობა, მიუხედავად იმისა, თუ სად მიდიხართ, თქვენი რეგიონის ახალი ადგილების დასათვალიერებლად თუ სამსახურში.

რეკრეაციული ტრანსპორტი ყველასთვის

მძლავრი და სტაბილური Can-Am Ryker, სიჩქარეების გადამრთველის გარეშე, ყოველდღიურ მგზავრობასა და მოკლე დისტანციაზე ნებისმიერ გადაადგილებას სახალისო მოგზაურობად გადააქცევს! სწრაფი აჩქარება და პარკირების სიმარტივე მგზავრობას სასიამოვნოს ხდის.

აღმოაჩინეთ კომპლექტაციები & სპეციფიკაციები

Maverick DS Turbo

Ryker

დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ყველა შესაძლებლობა გაქვთ იმისათვის, რომ გახვიდეთ გზატკეცილზე და მოტოციკლის მართვისგან ყველაზე ამაღელვებელი შთაბეჭდილებები მიიღოთ.

  • იდეალური სატრანსპორტო საშუალება დამწყებთათვის და მარტო მოგზაურებისთვის
  • არჩევანი ორ ძრავს შორის: Rotax® 600 ან 900 cc
  • 100 000 საშუალება თქვენს საჭიროებებზე მოსარგებად
  • სპორტული რეჟიმი დრიფტისთვის და ეფექტური ეკო რეჟიმი საწვავის დაზოგვისთვის (მხოლოდ 900 cc)
  • ამძრავი ლილვის ტექნოლოგია ნაკლებ ტექმომსახურებას მოითხოვს
Maverick DS Turbo

Ryker Sport

უსასრულო შესაძლებლობები ნიშნავს მოგზაურობით უსასრულო სიამოვნების მიღებას. სპორტულ რეჟიმში გადაადგილებიდან კომფორტული მგზავრობის ჩათვლით, ტრანსპორტი ყოველთვის მოერგება თქვენს ყველა საჭიროებას, აქტივობასა თუ გეგმას. გაუდექით გზას!

  • ექსკლუზიური სტილის სპორტული მოდელი გზაზე დაუვიწყარი გადაადგილებისთვის
  • MAX Mount გთავაზობთ დამატებით ვარიანტებს ბარგისა და მგზავრის შორ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის
  • გაუმჯობესებული დაკიდების სისტემა უფრო სპორტული სტილისთვის: KYB† HPG წინასწარ დატვირთვის რეგულირებით
  • სპორტული რეჟიმი, დროსელის დინამიური და გაუმჯობესებული რეაქციით
  • კრუიზ-კონტროლი
Maverick DS Turbo

Ryker Rally

გადადით გათელილი გზიდან და აღმოაჩინეთ ახალი სათავგადასავლო ადგილები ტრანსპორტით, რომელიც ნამდვილი რბოლის გამოცდილებისთვის არის შექმნილი.

  • ნებისმიერ პირობებზე მორგებული სატრანსპორტო საშუალება, უსაფრთხოებისა და კომფორტის
  • XPS Rally საბურავები გაძლიერებული დისკებით
  • გაუმჯობესებული კომფორტი: KYB† HPG ამორტიზატორები წინასწარი დატვირთვის რეგულირებით, Rally comfort დასაჯდომით და კრუიზ კონტროლით
  • MAX Mount გთავაზობთ დამატებით ვარიანტებს ბარგისა და მგზავრის შორ მანძილზე ტრანსპორტირებისთვის
  • ექსკლუზიური Rally რეჟიმი, გრუნტიან გზებზე დრიფტისთვის
Can-Am Ryker Sport parked on the street

აქციები, ძველის ახალში გაცვლის შეთავაზებები... არ გამოტოვოთ უახლესი შეთავაზებები!

Previous model year

წლის წინა მოდელები

ასევე შეიძლება მოგეწონოთ

Can-Am Ryker
2024

ეზიარეთ ჭეშმარიტ თავისუფლებას ადვილად სამართავი Ryker სამბორბლიანი სატრანსპორტო საშუალებით ახალი ადგილების დაპყრობისას გზებზე, ტალახში თუ სხვა ნებისმიერ ადგილზე. დღესვე მიუსადაგეთ ის საკუთარ საჭიროებებს.

Can-Am Canyon
2025

სრულიად ახალი, თავგადასავლებისთვის გამზადებული 3-ბორბლიანი ტრანსპორტი უკვე ხელმისაწვდომია! გაიცანით ნებისმიერი გზისთვის განკუთვნილი მოდელები: Can-Am Canyon, Canyon XT და Canyon Redrock.

Can-Am Spyder F3
2025

თავდაჯერებულობის და სიძლიერის გამომხატველი დიზაინი. ეს ყველაფერია, რაც მის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ. Can-Am Spyder F3 გააფართოებს თქვენს შესაძლებლობათა საზღვრებს, მოხერხებულ პოზიციაში ჯდომა კი ყოველთვის ახლის ძიების სტიმული იქნება.

Can-Am Spyder RT
2025

თანამედროვე დიზაინის, გაუმჯობესებული კომფორტისა და დამატებითი საბარგულის წყალობით, Spyder RT აღმოჩენებისა და თავგადასავლების საწინდარია. ის საუკეთესო არჩევანია მდიდრული ტურებისათვის.