MXZ 120 / 200

2025

MXZ 120 და MXZ 200 შესანიშნავი ვარიანტია ახალგაზრდა თავგადასავლების მაძიებლებისთვის, რომლებსაც სურთ თოვლიანი ფერდობების დაპყრობა და Ski-Doo თოვლმავლებით მინიჭებული საოცარი გამოცდილების მიღება!

Young rider on a the youth snowmobile Ski-Doo MXZ

ახალგაზრდული სულისკვეთება

მომავალ მძღოლებში თოვლმავლით გადაადგილების სიყვარულის გაღვივება

Ski-Doo-ს თოვლმავლები ყველა თაობას სთავაზობს საოცარი შეგრძნებებით სავსე თავგადასავლებს. ენთუზიასტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიხალისონ და აქტივობებით დატვირთონ საოჯახო თავგადასავლები.

Kid enjoying the 2023 Ski-Doo MXZ 120

დაიწყე თავდაჯერებულობით

გარანტირებული უსაფრთხოება და საიმედოობა

MXZ 120 და 200 მოდელები გამოირჩევა საიმედო 4-ტაქტიანი ძრავებით, რომლებიც ოპტიმალურ წარმადობას და უსაზღვრო სიამოვნების მიღებას უზრუნველყოფს თოვლმავლით გადაადგილებისას. უსაფრთხოების კაბელი უზრუნველყოფს ბავშვების დაცვას და, შესაბამისად, მშობლებს განტვირთვის საშუალება აქვთ.

Young rider riding the Ski-Doo MXZ 200, the Youth Snowmobile

შეინარჩუნეთ სითბო

ბავშვებს სახლში შესვლა აღარასდროს მოუნდებათ

სეზონზე გარე სივრცის აქტივობებისას პატარების თბილად ყოფნა აუცილებელია. გაცხელების ფუნქციის მქონე სახელურები სახალისო თავგადასავლების აუცილებელი პირობაა.

აღმოაჩინეთ კომპლექტაციები & სპეციფიკაციები

MXZ 200

MXZ 200 კომპაქტური მოდელი ახალგაზრდებს დიდი ზომის თოვლმავლის ყველა ფუნქციას სთავაზობს. მისი დიზაინი ზრდასრულების ციგების დიზაინის ანალოგიურია, ხოლო მახასიათებლები მორგებულია ახალგაზრდებზე, რომლებსაც კოტეჯის მიმდებარედ ან უკანა ეზოში თოვლმავლით გადაადგილება და მარტივი თავგადასავლების შექმნა სურთ.

  • 200 სმ3, 4-ტაქტიანი ძრავა
  • 93 x 10 x 1,0-ინჩიანი Cobra მუხლუხები
  • უსაფრთხოების კაბელის სისტემა
  • სახელურები გამათბობლით.

MXZ 120

ყველაზე პატარა თავგადასავლების მოყვარულებსაც კი შეუძლიათ SKI-DOO თოვლმავლებით სეირნობა. MXZ 120 მოდელი განკუთვნილია დამწყებებისთვის და ეხმარება მათ უნარების გაუმჯობესებასა და თავდაჯერებულობის მომატებაში.

  • 120სმ3, 4-ტაქტიანი ძრავა
  • 67 x 10 x 0.75-ინჩიანი Cobra მუხლუხები
  • უსაფრთხოების კაბელის სისტემა

რეკომენდირებული მოდელები

OUTLANDER X MR 1000R VISCO-4LOK

Summit Neo

2025

Summit-ის კომპაქტური, ხელმისაწვდომი ფასის მქონე ციგები, რომლებიც იდეალური ვარიანტია დამწყებთათვის, პატარა ტანის ადამიანებისთვის და არც თუ ისე რთულ რელიეფზე სრიალისთვის, მოგანიჭებთ უსაზღვრო სიამოვნებას თოვლში თავგადასავლებისას.

OUTLANDER X MR 1000R VISCO-4LOK

MXZ Neo

2025

გადაეშვით თავგადასავლებში MXZ მოდელების მახასიათებლების შერწყმით შექმნილი მსუბუქი, კომპაქტური, ხელმისაწვდომი ციგით, რომელიც განკუთვნილია დამწყებთათვის და პატარა ტანის მქონე პირებისთვის.