Summit Neo

2025

Summit-ის კომპაქტური, ხელმისაწვდომი ფასის მქონე ციგები, რომლებიც იდეალური ვარიანტია დამწყებთათვის, პატარა ტანის ადამიანებისთვის და არც თუ ისე რთულ რელიეფზე სრიალისთვის, მოგანიჭებთ უსაზღვრო სიამოვნებას თოვლში თავგადასავლებისას.

Two 2025 Ski-Doo snowmobiles riding in deeps snow

SEAMLESS

მართვის შეუდარებელი სიმარტივე

ბილიკების დალაშქვრის დროა

ახალი Summit Neo მოდელის გენიალურობა მის საგულდაგულოდ შემუშავებულ დეტალებშია. მარტივად მანევრირებადი მოდელი იდეალურია ზამთრის თავგადასავლებთან შესაჭიდებლად და თოვლმავლის მართვის უნარების გასაუმჯობესებლად.

2025 deep snow snowmobile Ski-Doo NEO+ riding on one ski

მზად ხარ ზამთრისთვის?

ხელმისაწვდომი ზამთრის მხიარულება გელოდებათ

იდეალური ვარიანტი. იდეალური ფასი.

Summit Neo ნებისმიერი აღნაგობის პირს სთავაზობს ციგის ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობას, რისი წყალობითაც კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ჩაერთოს ამაღელვებელ თოვლიან თავგადასავლებში.

აღმოაჩინეთ SUMMIT NEO-ს კომპლექტაციები & სპეციფიკაციები

Summit NEO

არა აქვს მნიშნვნელობა, რამდენად ღრმაა თოვლი ან რამდენად სუსხიანია ზამთარი - TUNDRA LT ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდება. REV GEN4 პლატფორმის ბაზაზე შექმნილი და საიმედო ROTAX ძრავით აღჭურვილი თოვლმავალი გთავაზობთ საოცარ მანევრირებადობას, შეუდარებელ სიჩქარეს და მრავალფეროვან ფუნქციებს.

  • REV® Gen4 პლატფორმა
  • Rotax® 600 EFI - 55 ძრავა
  • შუალედური ზომა / კომპაქტური ერგონომიკა
  • 146 x 14 x 1,6 ინჩის ზომის Cobra მუხლუხები
  • ამორტიზატორები მოძრაობის კონტროლით

Summit NEO+

SUMMIT NEO+, რომლის შექმნისას გამოყენებულია ორიგინალი NEO-ს დიზაინის მიდგომა დაფუძნებით, გამოირჩევა იდეალური ერგონომიკით, 30 ცხენის ძალით გაუმჯობესებული სიმძლავრით, უფრო ფართო მუხლუხებით უკეთესი სტაბილურობისთვის და დამატებითი მახასიათებლებით კომფორტის უზრუნველყოფისთვის. ეს გაუმჯობესებები დაეხმარება გამოცდილების ნებისმიერი დონის მქონე მძღოლებს და შემატებს მათ თავდაჯერებულობას.

  • Rotax® 600 EFI - 85 ძრავა
  • REV® Gen4 პლატფორმა
  • 146 x 15 x 1,75 ინჩის ზომის Hurricane FlexEdge™ მუხლუხები
  • HPG™ წინა ამორტიზატორები
  • დაბალი სამთო ღვედი

რეკომენდირებული მოდელები

OUTLANDER X MR 1000R VISCO-4LOK

MXZ Neo

2025

გადაეშვით თავგადასავლებში MXZ მოდელების მახასიათებლების შერწყმით შექმნილი მსუბუქი, კომპაქტური, ხელმისაწვდომი ციგით, რომელიც განკუთვნილია დამწყებთათვის და პატარა ტანის მქონე პირებისთვის.

OUTLANDER X MR 1000R VISCO-4LOK

SUMMIT

2025

ინოვაციური Rotax ძრავით აღჭურვილი მთის თოვლმავლები გამოირჩევა ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა სწრაფი აჩქარება, თოვლის საფარის დაძლევის შეუზღუდავი შესაძლებლობები და სწრაფი რეაგირება ზამთრის მკაცრ პირობებში მართვისას.

OUTLANDER X MR 1000R VISCO-4LOK

Backcountry

2025

Ski-Doo Backcountry კროსოვერ მოდელი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მართვის დაუვიწყარი გამოცდილება. ეს გახლავთ საოცარი მოდელი, რომელშიც გაერთიანებულია გაუკვალავი თუ გაკვალული გზების მარტივად დაძლევის შეუდარებელ შესაძლებლობები, რაც მას უპირველეს არჩევნად აქცევს ზამთრის თავგადასავლების და თოვლმავლებით სრიალის მოყვარულთათვის — გარდა ამისა, ეს მოდელები ახლა უკვე აღჭურვილია შეუდარებელი ტურბოკომპრესორიანი Rotax ძრავებით.