CAN-AM-ის გუნდი იმარჯვებს 2020 წლის დაკარ რალის SSV-ის კატეგორიაში!

Valcourt, Quebec, January 17, 2020 – For the third consecutive year, BRP (TSX: DOO; NASDAQ: DOOO) outpaced the competition at the renowned Dakar Rally – the world’s toughest race – with its Can-Am Off-Road vehicles. In addition to winning the side-by-side vehicle category, Can-Am vehicles crossed the finish line in all of the top 20 positions, dominating the competition from start to finish.

Can-Am-ის მაღალი გამავლობის მანქანები დაკარ რალიზე ზედიზედ მესამე წელი იმარჯვებენ. 

ვალკური, კვებეკი, 2020 წლის 17 იანვარი

ზედიზედ მესამე წელი, BRP-მა (TSX: DOO; NASDAQ: DOOO) უკან ჩამოიტოვა ყველა კონკურენტი ცნობილ დაკარის რალიზე — მსოფლიოს ყველაზე რთულ რბოლაზე — თავისი Can-Am-ის მაღალი გამავლობის მანქანებით. ორადგილიანი ყველგანმავლების კატეგორიაში გამარჯვების გარდა, Can-Am-ის მანქანებმა ფინიშის ხაზი პირველ 20 პოზიციაზე გადაკვეთეს და შეჯიბრის დასაწყისიდან დასასრულამდე დომინირებდნენ.

BRP ცნობილია საუკეთესო ინოვაციური პროდუქტით, საექსპლოატაციო თვისებებითა და საიმედოობით, რის გამოც მძღოლები მსოფლიოს მასშტაბით ირჩევენ Can-Am-ის მაღალი გამავლობის მანქანებს, იქნება ეს რთული მგზავრობისთვის, თუ რანჩოზე მძიმე სამუშაოებისთვის, ან თუნდაც მრბოლელი, რომელსაც ადამიანისა და მანქანის შესაძლებლობები მაქსიმუმამდე მიჰყავს.

Can-Am Maverick-ის მოდელი შექმნილია მძღოლისთვის, ხსენებული შესაძლებლობის გაუმჯობესებისთვის, რომელიც 2020 წლის დაკარის რალიზე იყო გამოფენილი, 9000-კილომეტრიანი, 12-დღიანი რბოლა საუდის არაბეთის უდაბნოში. ეს რალი საუკეთესო მრბოლელებს იზიდავს მთელი მსოფლიოდან, რათა მონაწილეობა მიიღონ ყველაზე შთამბეჭდავი მაღალი გამავლობის მქონე მანქანებით. და Can-Am-მა მოლოდინი გაამართლა, ძალიან კარგად იმუშავა და რთული პირობები თავიდან ბოლომდე გადალახა. 

Can-Am იმარჯვებს ორადგილიანი ყველგანმავლების კატეგორიაში 

  • პირველი ადგილი. კეისი კერიმ (კალიფორნია, აშშ) და მისმა თანამეწყვილე შონ ბერიმენმა (ლას ვეგასი, აშშ) Monster Energy Can-Am-ის სარბოლო გუნდიდან, პირველი ადგილი დაიკავეს და 39 წუთით გაიმარჯვეს. 
  • სრული გამარჯვება. Can-Am-ის მანქანებმა დაიკავეს 1-2-3 ადგილები ზედიზედ მეორე წელს
  • 20-დან 20. Can-Am-ის მანქანებმა ფინიშის ხაზი პირველ 20 პოზიციაზე გადაკვეთეს.
  • საუკეთესო ყველა ასპექტში. რბოლის დამსრულებლების საუკეთესო 31-დან 29 მრბოლელი Can-Am-ის მანქანას მართავდა.

„ეს მართლაც არაჩვეულებრივი რამაა, როცა ჩემი გუნდისთვის ჩემპიონობა მომაქვს, მათ შორის, Can-Am-ის წარმომადგენლებისთვისაც“, განაცხადა კერიმ. „ეს რომ მომხდარიყო, ამისთვის უზარმაზარი შრომა ჩაიდო, ჩვენი Can-Am Maverick X rs კი მხეცი იყო. 

მისი საექსპლოატაციო მახასიათებლები, საიმედოობა და მანევრულობა ზუსტად ისაა, რაც გჭირდება საუკეთესო მრბოლელებთან შესაჯიბრებლად და გასამარჯვებლად. ყველამ, ვისაც მაღალი საექსპლოატაციო თვისებები სურს — იქნებიან ესენი მოყვარულები თუ პროფესიონალი მრბოლელები — უნდა მართოს Can-Am“. 

Monster Energy Can-Am-ის გლობალური სარბოლო გუნდის დანარჩენი წევრები კერისთან ერთად, არიან რეინალდო ვარელა (ბრაზილია), რომელმაც მე-9 ადგილი აიღო და გერარდ ფარესი (ესპანეთი), რომელმაც მე-11 ადგილი დაიკავა. სამივე დამსახურებული მრბოლელია, ხოლო კერი მათ შორის ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც თავის კარიერაში დაკარის მეორე რბოლაში მიიღო მონაწილეობა, მას შემდეგ, რაც გასულ წელს მეოთხე ადგილზე გავიდა და წლის ახალბედად დასახელდა.

„Can-Am-ის მაღალი გამავლობის მანქანები კვლავინდებურად ამტკიცებს თავის დომინანტობას მსოფლიოს გარშემო ყველა პირობაში და ჩვენ არ გავჩერდებით ამაზე“, განაცხადა მარკ რ. ლაკრუამ, Ski-Doo-ს, Sea-Doo-ს და Can-Am ORV Marketing-ისა და BRP Sports Marketing-ის დირექტორმა. „შაბათ-კვირას დიუნების ირგვლივ რბოლიდან დაწყებული, ბილიკზე რბოლით, მიწასთან მუშაობისას მაქსიმალური შესაძლებლობების გამოვლენით ან სულაც ნადირობით დამთავრებული, Can-Am-ის მოდელი შექმნილია იმისთვის, რათა კონკურენცია უკან ჩამოიტოვოს.“ 

2015 წლის სექტემბერში, BRP-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ხოსე ბოისოლიმ, პირობა დადო, გაემხილა Can-Am-ის ახალი მსუბუქი სატვირთო ყველგანმავალი ყოველ ექვს თვეში ერთხელ, ოთხი წლის განმავლობაში. მას შემდეგ, Can-Am-მა ინდუსტრია შტურმით აიღო. Can-Am Maverick-ის მოდელი ამ გეგმის ნაწილი იყო და ბოლო დროს, ბრენდი ზრდის თავის სატვირთო ყველგანმავლების კონცერნს აღიარებული Can-Am Defender-ით, მსუბუქი სატვირთო ყველგანმავალი მანქანების შემადგენლობაში. Can-Am Defender შექმნილია იმისათვის, რათა ცხოვრება გაუმარტივოს მონადირეებსა და მიწათმფლობელებს, რომელთაც საქმის გასაკეთებლად სჭირდებათ ძლიერი მანქანა და ამავდროულად საჭიროებენ ისეთ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს არაჩვეულებრივი თავგადასავლები მეგობრებთან და ოჯახთან ერთად.

2020 წლის Can-Am-ის მაღალი გამავლობის მოდელების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, მათ შორის, ტექნიკური ინფორმაციისა და პროდუქტის დეტალებისთვის, ეწვიეთ ვებსაიტს: https://can-am.brp.com/off-road/

BRP-ს შესახებ

ჩვენ ვართ გლობალური ლიდერი ელექტროსატრანსპორტო საშუალებების, მოძრავი სისტემებისა და კატარღების სამყაროში, რომლებიც იქმნება ინოვაციურობითა და მომხმარებელზე ორიენტირებულობით უკვე 75-ზე მეტი წლის განმავლობაში. ინდუსტრიის წამყვანი და გამორჩეული პროდუქტების ჩვენი პორტფელი მოიცავს Ski-Doo და Lynx თოვლმავლებს, Sea-Doo ხომალდებს, Can-Am საგზაო და მაღალი გამავლობის მანქანებს, Alumacraft, Manitou, Quintrex, Stacer და Savage ნავებს, Evinrude და Rotax საზღვაო მოძრავ სისტემებს, ასევე Rotax ძრავებს კარტინგისთვის, მოტოციკლებისა და რეკრეაციული საჰაერო ხომალდებისთვის. ჩვენი პროდუქტების რიგებს ვავსებთ სპეციალური ნაწილებით, აქსესუარებითა და ტანსაცმლით, რათა სრულად გავაუმჯობესოთ მართვის გამოცდილება. 120 ქვეყნიდან 5,2 მილიარდი კანადური დოლარის ოდენობის წლიური გაყიდვებით, ჩვენი გლობალური სამუშაო ძალის რიგებში შედის 13000-ზე მეტი მოტივირებული და მოხერხებული ადამიანი. 

www.brp.com

@BRPNews

Ski-Doo, Lynx, Sea-Doo, Can-Am, Rotax, Evinrude, Manitou, Alumacraft, Quintrex, Stacer, Savage და BRP ლოგო Bombardier Recreational Products Inc.-ის სავაჭრო ნიშნებია ან მის კუთვნილებას წარმოადგენს. ყველა სხვა სავაჭრო ნიშანი მათი შესაბამისი მფლობელების საკუთრებაა.

For information:

 

Jerrod Kelley 

Can-Am Off-Road Media Relations

Tel: 320.760.3330 

jerrod.kelley@brp.com

 

 

Brian Manning

Lead, Global Consumer Public Relations

Tel: 913.424.9709 

brian.manning@brp.com