17-18 აპრილს, ტრანსპორტერის ორგანიზებით ჩატარდა სათავგადასავლო, Off-Road შეჯიბრი GPS-ით ორიენტირებაში.

17-18 აპრილს, ტრანსპორტერის ორგანიზებით ჩატარდა სათავგადასავლო, Off-Road შეჯიბრი GPS-ით ორიენტირებაში.

 

ღონისძიება ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილება გახლდათ ადრენალინისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის.

 

ტურნირს წელს, პირველად, ბაგის, კვადროციკლისა და მოტო-ენდუროს ახალი კატეგორიები შეემატა.

 

გვიხარია, რომ შეჯიბრის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, მასში მონაწილეობაც მივიღეთ და კვადროციკლის კატეგორიაში Can-Am-ით დამსახურებული 1-ლი ადგილიც მოვიპოვეთ!

 

BRP - ის თავგადასავლები ჯერ კიდევ წინაა, უახლოეს მომავალში ბევრი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებას გპირდებით!