15 დეკემბერს, კომპანია ტრანსპორტერის მხარდაჭერით, გუდაურში ვისოლ ჯგუფის თასისთვის წყვილთა სამოყვარულო რბოლა გაიმართა. ღონისძიებას ცნობილი ქართველი მრბოლელი, მევლუდ მელაძე უძღვებოდა. საავტომობილო შეჯიბრის მონაწილეები სასურველი პრიზებისთვის თავს არ ზოგავდნენ, ამიტომ მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა ხვდა წილად.
კომპანია ტრანსპორტერს, როგორც BRP-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში, ადგილზე წარმოდგენლი ჰყავდა BRP-ის კვადროციკლი Can-Am Outlander 400 და Ski-Doo Summit X, Ski-Doo Freeride თოვლმავლები.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ტესტ-დრაივში, ემართათ Ski-Doo-სა და Can-Am-ის ტექნიკა და საკუთარ თავზე გამოეცადათ BRP-ის მართვის დაუვიწყარი ემოცია.
შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) სპორტული კოდექსის შესაბამისად და წყვილთა რბოლის რეგლამენტის მოთხოვნით.
ვულოცავთ პრიოზიორებს, ხოლო BRP-ის მოყვარულებს ადრენალინით სავსე ზამთარს გისურვებთ!