მიიღე მაქსიმალური მხიარულება ზამთრისგან ახალი Ski-Doo-ს სამოდელო რიგით, რომელიც ორიენტირებულია გასაოცარ გასაოცარ მართვაზე, ძალასა და სისწრაფეზე.
ველკორტი, კვებეკი, კანადა, 17 თებერვალი, 2021 წელი - BRP (TSX: DOO; NASDAQ: DOOO) ქმნის Ski-Doo თოვლმავლებს, რომლებიც მუდმივი ინოვაციებით მოლოდინებს სცდება და აუმჯობესებს მართვის გამოცდილებას. ინოვაციები ვრცელდება 2022 წლის სამოდელო ხაზზეც, რაც მოიაზრებს: Smart-Shox სისტემის წარდგენას, რომელიც ინდუსტრიის პირველი, ნახევრად-აქტიურ სამუხრუჭე სისტემაა. სისტემა ემსახურება მანევრირების ახალ დონესა და კომფორტს. ინოვაციები გრეთვე გულისხმობს ორ ახალ, ოთხ ტაქტიან Rotex ტურბო ძრავის ოფციას, რომელთაგან ერთ-ერთი, ყველაზე ძლიერია Ski-Doo-ს მიერ შემოთავაზებულ ძრავებს შორის.
„სათოვლმავლო სპორტის პოპულარობა და რაიდერების რაოდენობა თანაბრად იზრდება. ყველას, ახალბედებით დაწყებული, გამოცდილი ექსპერტებით დამთავრებული მაქსიმალური სიამოვნების მიღება სურთ ზამთრისგან“-ამბობს ანიკ ლოზენი, Ski-Doo - ს მარკეტინგის ხელმძღვანელი საერთაშორისო დონეზე, BRP-ში. “ Ski-Doo-ს მართვა უდაოდ ამაღელვებელია და ჩვენი 2022 წლის სამოდელო რიგი განაგრძობს ნებისმიერი დონის რაიდერებისათვის საუკეთესო სათოვლმავლო გამოცდილების მიწოდებას.“
საუცხოო მართვა, უფრო მეტი ძალა
2022 წელს Ski-Doo, შერჩეულ მოდელებზე ინდუსტრიის პირველ ნახევრად-აქტიურ სამუხრუჭე Smart-Shox სისტემას გაგვაცნობს. სისტემა ტექნიკის დიდ ნახტომს წარმოადგენს მცირე ავტომატური ცვლილებებით უკუსვლასა და შეკუმშვაში, რაც ტექნიკის ოპტიმალურ მართვას უზრუნველყოფს ნებისმიერ სიტუაციაში. სამი შესაძლო მოდელიდან - Comfort, Sport and Sport+ რაიდერებს სწრაფად და მარტივად შეუძლიათ ჰაერში შეცვალონ თხილამურების ქცევა, რაც მართვის დროს მაქსიმუმადე ზრდის და ამცირების ცვლილებების ხელით შეტანის საჭიროებას.
ბილიკებზე მოძრაობის მოყვარულები მიიღებენ Rotax-ის ოთხ ტაქტიანი ძრავების გაფართოებულ არჩევანს 900 ACE Turbo R-თან ერთად, უკანასკნელი, სქიდუს ყველაზე ძლიერი ძრავია 180 ცხენის ძალაზე. ბილიკებზე მოძრაობის მოყვარულები ასევე მიიღებენ ახალ 900 ACE ფაუერფექს, რომელიც გამოიმუშავებს 130 ცხენის ძალას. რაიდერებს, საკუთარი სურვილებიდან გამომდინარე, უკვე შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ საწვავის ეფექტური მოხმარების, სანდო ACE-ის ოთხ ტაქტიან ძრავებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია 62, 95, 130 და 180 ცხენის ძალებში.
“Ski-Doo” კვლავაც წამყვანია მართვისა და სიძლიერის მხრივ,“ განაცხადა ვინსენტ პასკალმა, პროდუქტის საერთაშორისო სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა თოვლმავლებში. „Smart-Shox გასაოცარია, ტექნოლოგია Can-Am Off-Road-ზე გამოცდამ დაამტკიცა, მქონდა საშუალება Smart-Shox თოვლში თავად დამეტესტა, მას მართვა და კომფორტი სულ სხვა დონეზე აჰყავს. ეს თავად უნდა გამოსცადოთ!“
უფრო მეტი სისწრაფე
ღრმა თოვლში თამაშის მოყვარული პროფესიონალი რაიდერებისთვის, Ski-Doo Summit X-ს Expert Package - ით, აქვს უფრო ვიწრო, რეგულირებადი სასრიალო პოზიცია (34-36 ინჩი) რაც მის ტექნიკურად ვიწრო რელიეფზე მოძრაობას მეტად მოსახერხებელს ხდის. რაიდერებს აუცილებლად მოეწონებათ Summit X-ის სწრაფი მანევრირება, რაც მათ თოვლში უსასრულო მხიარულების საშუალებას მისცემს.
2022 წლის Ski-Doo-ს სრულ სამოდელო რიგზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის, სპეციფიკაციებისა და ტექნიკური დეტალების შესახებ, ეწვიეთ: https://www.brp-world.com/ge/ka/brands/can-am-on-road/models-2022.html
BRP- ის შესახებ:
ჩვენ ვართ გლობალური ლიდერი ელექტროსატრანსპორტო საშუალებების, მოძრავი სისტემებისა და კატარღების სამყაროში, რომლებიც იქმნება ინოვაციურობითა და მომხმარებელზე ორიენტირებულობით უკვე 75-ზე მეტი წლის განმავლობაში. ჩვენი, ინდუსტრიის წამყვანი და გამორჩეული პროდუქტების პორტფელი მოიცავს Ski-Doo და Lynx თოვლმავლებს, Sea-Doo ხომალდებს, Can-Am საგზაო და მაღალი გამავლობის მანქანებს, Alumacraft, Manitou, Quintrex, Stacer და Savage ნავებს, Evinrude და Rotax საზღვაო მოძრავ სისტემებს, ასევე Rotax ძრავებს კარტინგისთვის, მოტოციკლებისა და რეკრეაციული საჰაერო ხომალდებისთვის. ჩვენი პროდუქტების რიგებს ვავსებთ სპეციალური ნაწილებით, აქსესუარებითა და ტანსაცმლით, რათა სრულად გავაუმჯობესოთ მართვის გამოცდილება.
120 ქვეყნიდან 5,2 მილიარდი კანადური დოლარის ოდენობის წლიური გაყიდვებით, ჩვენი გლობალური სამუშაო ძალის რიგებში შედის 13000-ზე მეტი მოტივირებული და მოხერხებული ადამიანი.