20 თებერვალს, მთის კურორტ გუდაურში Transporter-ის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც BRP-ის თოვლმავლების პროფესიონალი და მოყვარული რაიდერები შეიკრიბნენ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს.
წელს პირველად, ღონისძიებას სფეროს აქტიური ბლოგერები და ინფლუენსერები შეუერთდნენ, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს BRP-ის თოვლმავლების მართვის გასაოცარი შეგრძნება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო Ski-Doo-ს თოვლმავლების სხვადასხვა მოდელები, მათ შორის 2021 წლის სპეციალური გამოშვების FREERIDE STD 165 850 Turbo. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ თავად ემართათ ტექნიკა ტესტ-დრაივის ფარგლებში.
ღონისძიება ძალიან მხიარული და ადრენალინით დატვირული გამოდგა მონაწილეებისათვის.
BRP-ის მოყვარულებს წინ კიდევ უამრავი საინტერესო თავგადასავალი გელით!