საქართველოს ოფროუდ ჩემპიონატის ფინალი. 2025


საქართველოს ოფროუდ ჩემპიონატის ფინალი.


30 მარტს, კომპანია ტრანსპორტერის მხარდაჭერით ჩატარდება საქართველოს ოფროუდ ჩემპიონატის ფინალი.

ღონისძიების ფარგლებში, ტრანსპორტერს, როგორც BRP-ს ოფიციალურ დილერს საქართველოში, ადგილზე წარმოდგენილი ეყოლება Can-am-ის Outlander MAX XT-P 1000R და Maverick R X RS ბაგები.

BRP-ის ტექნიკის პრეზენტაციასთან ერთად სტუმრებს ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ტესტ-დრაივში და ეზიარონ ოფროუდის დაუვიწყარ ემოციებს. შეჯიბრი ტარდება საქართველოს კანონმდებლობის, საგზაო მოძრაობის წესებით განსაზღვრული რეგლამენტის შესაბამისად. 

ბელიაშვილის ქ. 70

+995 322 14 71 71 +995 595 37 11 77