Expedition

2025

Ski-Doo Expedition მოდელებში გაერთიანებულია მანევრირებისა და წარმადობის შეუდარებელი შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგცემთ შეუფერხებლად გადაადგილდეთ როგორც გაკვალულ, ისე გაუკვალავ გზებზე. მარტივად შეასრულეთ საჭირო საქმეები და გადაეშვით დაუვიწყარ თავგადასავლებში.

 

გაცდი საზღვრებს

კროსოვერის გაუმჯობესებული ფუნქციები ახალი ჰორიზონტების დასაპყრობად

კროსოვერისთვის დამახასიათებელი ფუნქციებით აღჭურვილი ეს მოდელი იძლევა გაკვალულ გზებზე მარტივად გადაადგილების საშუალებას და საოცარი წარმადობით გამოირჩევა ახალ, ჯერ კიდევ დაულაშქრავ გზებზე. მისთვის ზამთრის არც ერთი თავგადასავალი არ არის მიუწვდომელი.

მრავალი დავალების გმირი

მოემზადეთ ყველა გეგმის განხორციელებისთვის.

თოვლიანი ლანდშაფტების დაპყრობა, ველურ გარემოში რთული გზების დალაშქვრა თუ დაშორებით მდებარე სამუშაო ადგილამდე მისვლა - Expedition სერიის მოდელები ამ ყველაფერს შესაძლებელს ხდის და ამარტივებს.

ყველანაირი აქტივობის დაგეგმვის შესაძლებლობა

შეუდარებელი მოქნილობა

Expedition სერიის მოდელით იდეალურად დააბალანსებთ ზამთრის აქტივობებს - იქნება ეს ყველაზე რთულ თოვლიან თავგადასავლებთან შეჭიდება თუ ზამთრის კურორტზე საოცარი დასვენების დღეების მოწყობა.

Two riders about to head off on a 2025 Ski-Doo Expedition crossover snowmobile

დაულაშქრავი ტერიტორიები

აღმოაჩინეთ

სკანდინავიიდან, მეჩხერი ბილიკებით ცნობილი და მცირერიცხოვანი მოსახლეობით დასახლებული რეგიონიდან ინსპირირებული Ski-Doo Expedition შექმნილია ჩრდილოეთის ტერიტორიების დასალაშქრად. მისი საშუალებით შეგიძლიათ გადაიტანოთ ტვირთი, გადაიყვანოთ მგზავრი და ამავდროულად მოიწყოთ განტვირთვა.

აღმოაჩინეთ EXPEDITION-ის კომპლექტაციები & სპეციფიკაციები

Expedition SE

2025 წლის EXPEDITION SE მოდელში იდეალურადაა დაბალანსებული სტილი და ფუნქციურობა. REV GEN4 პლატფორმაზე შექმნილი ეს მოდელი გასიამოვნებთ კომფორტის მაღალი დონით, პრაქტიკულობით და კომპაქტურობით გაკვალულ და გაუკვალავ გზებზე.

  • უმაღლესი დონის სპორტული და პრაქტიკული დანიშნულების კროსოვერი, რომელიც აერთიანებს წარმადობას და კომფორტს.
  • ხელმისაწვდომია Rotax® ძრავები
  • პნევმატური დაკიდების სისტემის (ACS) მქონე ამორტიზატორი
  • ულტრა-დიდი ზომის LinQ პრაქტიკული საბარგული 135 ლ / 35,7 გალონის ტევადობით

Expedition LE

REV GEN4 პლატფორმაზე შექმნილი EXPEDITION LE მოდელი მძღოლებს ყოვლისმომცველი თავგადასავლით უზრუნველყოფს - გაუკვალავი გზების დალაშქვრა, საოცარი ტურები და პრაქტიკული გამოცდილება. ეს მოდელი ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მრავალმხრივ თოვლმავლად მიიჩნევა.

  • სპორტული და პრაქტიკული დანიშნულების კროსოვერი, რომელიც შექმნილია როგორც გაუკვალავ, ასევე გაკვალულ გზებზე გადაადგილებისთვის, რაც თქვენს სამუშაოს უფრო მარტივს და სასიამოვნოს ხდის.
  • ხელმისაწვდომია 2 Rotax® ძრავით
  • ხელმისაწვდომია 20-ინჩიანი ან 24-ინჩიანი მუხლუხებით
  • 20 ინჩი სიგანის Multi-LinQ დაფა 125 lb / 56,7 კგ წონის ტვირთისთვის

Expedition Xtreme

EXPEDITION XTREME გთავაზობთ უსწორმასწორო, გაუკვალავი გზების დალაშქვრის, რთული რელიეფების დაპყრობის შესაძლებლობას და საოცარ წარმადობას და ფუნქციებს ნებისმიერ ლანდშაფტზე.

  • მაღალი წარმადგობის ფართომუხლუხიანი კროსოვერ ციგა ნებისმიერი რელიეფისთვის.
  • ხელმისაწვდომია 2 Rotax® ძრავით
  • KYB Pro 36 უკანა ამორტიზატორი და KYB 36 Plus წინა ამორტიზატორი
  • 20 ინჩი სიგანის Multi-LinQ დაფა 125 lb წონის ტვირთისთვის
  • ელექტრო ამძრავი

Expedition Sport

EXPEDITION SPORT მოდელში შერწყმულია მარტივად მანევრირების და პრემიუმ კლასის პრაქტიკული დანიშნულების თოვლმავლის მახასიათებლები, მისი სტანდარტული კომპლექტაცია მოიცავს ინტეგრირებულ საბუქსირე მოწყობილობას, დიდი ზომის საბარგო სივრცეს, ეფექტურ და კომფორტულ კომბინირებულ დაკიდების სისტემას, ასევე უახლეს, ეკონომიურ ROTAX ძრავებს.

  • ულტრასაიმედო შასი გაკვალულ და გაუკვალავ გზებზე გადაადგილებისთვის და სპორტული და პრაქტიკული დანიშნულების და ორადგილიანი თოვლმავლებისთვის განკუთვნილი უამრავი ფუნქცია.
  • ხელმისაწვდომია Rotax® ძრავებით
  • pDrive™ გადაბმულობის სისტემა
  • RAS™ 3 დაკიდების სისტემა

რეკომენდირებული მოდელები

OUTLANDER X MR 1000R VISCO-4LOK

Backcountry

2025

Ski-Doo Backcountry კროსოვერ მოდელი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ მართვის დაუვიწყარი გამოცდილება. ეს გახლავთ საოცარი მოდელი, რომელშიც გაერთიანებულია გაუკვალავი თუ გაკვალული გზების მარტივად დაძლევის შეუდარებელ შესაძლებლობები, რაც მას უპირველეს არჩევნად აქცევს ზამთრის თავგადასავლების და თოვლმავლებით სრიალის მოყვარულთათვის — გარდა ამისა, ეს მოდელები ახლა უკვე აღჭურვილია შეუდარებელი ტურბოკომპრესორიანი Rotax ძრავებით.

OUTLANDER X MR 1000R VISCO-4LOK

Skandic

2025

 

დატკბით Skandic მოდელის ძალითა და დახვეწილობითა. მისი შთამბეჭდავი გაწევის უნარი მოქმედების ფართო რადიუსთან ერთად რთული დავალებების მარტივად შესრულების საშუალებას იძლევა და უზრუნველყოფს ნებისმიერი რელიეფის გზაზე მსუბუქად გადაადგილებას.

OUTLANDER X MR 1000R VISCO-4LOK

Tundra

2025

Tundra ციგები გამოირჩევა კომპაქტურობით, რაც გამოარჩევს მათ პრაქტიკული გამოყენების ციგებს შორის. ეს ციგები იდეალური ვარიანტია, თუ ეძებთ შედარებით ბიუჯეტურ თოვლმავალს არც ისე დიდი დატვირთვით მუშაობისთვის.ც ისე დიდი დატვირთვით მუშაობისთვის.